ლელა თათარაიძე “ავად არს კოჭაურიძე“

ავად არს ლომი კოჭაურ, _ კვდების, მორჩების ვეღარავ! თუშეთის ქედებს გაჰყურებს, _ მთანო, დაგლახავთ ვეღარავ! დედის ჩაყრილო საგზალო _ ველად გაგიღებ ვეღარავ! ცოლის ნაქსოვო ჩითებო _ ჯარჩი ჩაგიცვავთ ვეღარავ! შილდისთავს გრილო წყაროვო _ ზედ დაგაცხრები ვეღარავ! ამდინ-ჩამდინარ ლეკებო _ გზა ჩაგიჯდებით ვეღარავ!
Back to Top