„ხიბულა“ – ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო 50 დღე
მარტი 30, 2017 GEOMEDIATV
ფილმის „ხიბულას“ – რომელშიც მოთხრობილია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო 50 დღის შესახებ, მსოფლიო პრემიერა 2017 წელს გაიმართება. როგორც ფილმის ავტორი აღნიშნავს, ეს, დიდი ალბათობით, კანის ან ბერლინის ფესტივალზე მოხდება.
ფილმში ნაჩვენები გამსახურდიას მიერ ჩეჩნეთიდან დაბრუნების შემდეგ დასავლეთ საქართველოს გაუვალ ტყეებსა და მაღალმთიან სოფლებში გაატარებული პერიოდი.
ეს არის ფსიქოლოგიური დრამა „ხიბულა“, რომლის რეჟისორი გიორგი იოვაშვილია.
„ხიბულა“ რეჟისორის კინოტრილოგიას ასრულებს, რომლის პირველი ფილმია 2009 წელს გადაღებული „გაღმა ნაპირი“, ხოლო მეორე — „სიმინდის კუნძული“ (2014 წ.). ფილმის სცენარის ავტორი ოვაშვილთან ერთად ჰოლანდიელი დრამატურგი როლაფ იან მინებოოა.
მიუხედავად იმისა, რომ სურათის პროტოტიპი ყველასთვის ნათელია, ფილმში მისი სახელი ერთხელაც არ ისმის — მთავარ გმირს ყველა პერსონაჟი „ბატონ პრეზიდენტს“ უწოდებს.
„ეს იქნება ისტორია, ზოგადად, ადამიანის მარტოობაზე, უფრო კონკრეტულად კი ეს არის ფილმ
4 views
4411
1477
7 years ago 00:01:52 4
ხიბულა
7 years ago 00:01:59 82
Khibula Trailer a new film by George Ovashvili/ხიბულა თრეილერი